გინდათ დაისვენოთ ამ ულამაზეს მხარეში და გაატაროთ დაუვიწყარი ზაფხული???
დაგვიკავშირდით
ტელ: 2 33-21-37
მობ: 577 389-139
დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია.
საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით (ზ.დ. 1275-1340 მ.) სიმაღლეზე.
აბასთუმნის ხეობაში შესასვლელი
აბასთუმანი ადიგენიდან დაშორებულია 25 კმ-ით, ახალციხიდან 28 კმ-ით, ბორჯომიდან 75 კმ-ით, ხოლო თბილისიდან 260 კმ-ით. აქ გადის ზეკარის გადასასვლელით იმერეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. აბასთუმნიდან საირმე ზეკარის უღელტეხილით 90 კმ-ითაა დაშორებული.
კურორტ აბასთუმანთან არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ზეკარის უღელტეხილიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული.
Filed under: Uncategorized | Leave a comment »